WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

უკრაინული დრონების მასშტაბური იერიში რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ინფრასტრუქტურაზე – ნიჟნი ნოვგოროდის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში, სავარაუდოდ, სვერდლოვის სახელობის ფეთქებადი ნივთიერებების ქარხანას შეუტიეს.

ადგილობრივები ღამის განმავლობაში მრავალ აფეთქებასა და ქალაქის თავზე სქელ კვამლს აფიქსირებდნენ. რუსული დამოუკიდებელი გამოცემა ASTRA-ს OSINT-ანალიზის მიხედვით, კვამლი, დიდი ალბათობით, სწორედ ქარხნის ტერიტორიიდან ვრცელდება. გავრცელებულ კადრებში ძლიერი ხანძარიც ჩანს.

სვერდლოვის ქარხანა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საწარმოა. ის აწარმოებს ფეთქებად ნივთიერებებსა და საბრძოლო მასალასთან დაკავშირებულ პროდუქციას. ქარხანა უკრაინული დრონების სამიზნე წარსულშიც არაერთხელ გამხდარა.