„უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა

1 week ago 5

10 დეკემბერს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. გარდაიცვალა ირინა კლდიაშვილი, საქართველოს სამარიტელთა კავშირის თანამშრომელი, ყოფილი მინისტრის, გოკა გაბაშვილის მეუღლე და რევაზ ლაღიძის შვილიშვილი…

ამ სამწუხარო ინფორმაციას ეხმიანება პროდიუსერი ანი ლაღიძე, რომელიც წერს:

„ეს რა ცუდი ამბავი მოგვივიდა სტამბულიდან, ღმერთო ჩემო. ვერ ვიჯერებ. სულ მქონდა იმედი, ჩემო ლამაზო და ტკბილო ირინა. ეს არ უნდა მომხდარიყო.

Lela Lagidze ლელაკო, შემოგევლე, სიტყვებს ვერ ვპოულობ. Tini Gabashvili Goka Gabashvili რა გითხრათ? რით განუგეშოთ? საშინლად ვწუხვარ…

უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…

🌟Irina Kldiashvili🌟 ირინკა-ჩემი მამიდაშვილი“.

ირინა კლდიაშვილი რევაზ ლაღიძის ქალიშვილის, ლელა ლაღიძის შვილია…

ირინა კლდიაშვილის გარდაცვალებას ეხმიანება მუსიკოსი ბექა გოჩიაშვილი:

„ნათელში იყავი და მიყვარხარ ძალიან! Irina Kldiashvili მადლობა იმ სიყვარულისთვის რაც შენგან მიგრძნია ჩემი და ზოგადად მუსიკის მიმართ, ყოველთვის უსწორესი დეტალური აღნიშვნებით… მეტს უბრალოდ ვერაფერს ვერ ვამბობ. გპირდები, რომ ბევრ ბალადას მოგიძღვნი, რაც შენ და ჩვენი „ჯაზის სამეგობროს” ძალიან გვიყვარდა.

აქ რომში ვართ, ნიკუშამ ჯარეტის კონცერტზე წამიყვანა და ბევრი უკარგესი ადამიანიც თან გვახლდა.

ოჯახს და მეგობრებს ვუსამძიმრებ!“

The post „უმაგრესი გოგო გაგვიფრინდა…“ – რევაზ ლაღიძის შვილიშვილი გარდაიცვალა appeared first on TTimes.GE.

სრულად წაკითხვა