უმრავლესობამ „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტი მეორე მოსმენით მიიღო

2 weeks ago 10
მოქალაქეები "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ, 30 აპრილი - 1 მაისი. ფოტო: გურამ მურადოვი/Civil.ge

საერთაშორისო პარტნიორების, ოპოზიციონერი დეპუტატებისა და პოლიტიკოსების ძლიერი წინააღმდეგობისა და მასობრივი საპროტესტო აქციების მიუხედავად, მმართველმა უმრავლესობამ 1 მაისს 83 ხმით 23-ის წინააღმდეგ მეორე მოსმენით „უცხოელი აგენტების“ შესახებ სადავო კანონპროექტი მიიღო.  

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა გადაწყვიტეს სიტყვით არ გამოსულიყვნენ, რადგან პლენარული სხდომა ერთ საათში უნდა დასრულებულიყო. დასკვნითი სიტყვით მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი გამოვიდა.

პარალელურად პარლამენტთან სულ უფრო მეტი მოქალაქე იკრიბება, რომლებიც კანონპროექტს აპროტესტებენ. საკანონმდებლო ორგანოსთან ასევე მობილიზებულია სპეცრაზმი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა