უნგრეთი: ბრიუსელი საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრის დასანქცირებას ცდილობს

1 week ago 7

უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ ბრიუსელმა საქართველოს ხელისუფლების ზოგი წარმომადგენლის დასანქცირება გადაწყვიტა, რასაც ბუდაპეშტი არ დაუშვებს.

„საქართველო უდიდესი გარე ზეწოლის ქვეშაა, რადგან პატრიოტულმა, კონსერვატიულმა პარტიამ არჩევნები მოიგო და ბრიუსელის ლიბერალურ ელიტას ამის მიღება არ შეუძლია. იმდენად შორს წავიდნენ, რომ საქართველოს ხელისუფლების ზოგი წევრი სასანქციო სიაში შეიყვანეს. ამას არ დავუშვებთ, ვიდგებით ჩვენს ქართველ მეგობრებთან ერთად“, — განაცხადა მან.

„ოცნების“ ზოგი ლიდერის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები აქამდე დააწესეს ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ. იგივე ზომების მიღება დააანონსა კანადამ. აშშ-მ კი დაასანქცირა შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი, ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) და მისი მოადგილე.

სრულად წაკითხვა