WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

“სტრატეგია აღმაშენებლის” პოლიტიკური საბჭოს წევრი ნანა ტოხვაძე, პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესს მწვავე პოზიცია-შეფასებებით ეხმაურება:

“დღეს „ისტორიული“ პროცესი იმართება საკონსტიტუციო სასამართლოში. „ქართული ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას მოითხოვს. მისი წარმომადგენლები, დემოკრატიის მესაფლავეები ისე იბღინძებიან დარბაზში, თითქოს მათი ხელით არ ხდებოდეს ქართული სახელმწიფოს დასუსტება, მრავალპარტიული დემოკრატიის დასამარება და ერთპარტიული დიქტატურის გაფორმება.

გარდა კოლექტიური პასუხისმგებლობისა, რაც ამ დავალების მიმცემებთან ერთად აკისრიათ, ეს პირები ვერსად გაექცევიან პერსონალურ პასუხისმგებლობას საქართველოს მიმართ მიყენებულ ზიანზე. ბატონ გორდულაძეს, შარმანაშვილს, კახიანს და ჭეიშვილს არ გამოუვათ პარტიამ დამავალა და აბა, რა უნდა მექნას ჟივჟივი! უნდა ახსოვდეთ, რომ ღალატს საქართველო არ პატიობს! ასწლეულები არ ეყოფათ ამ სირცხვილის ჩამოსარეცხად!

აქვე, არ უნდა დაგვავიწყდეს სასამართლოს შემადგენლობა და მათი ისტორიული როლი. საზოგადოება უნდა იცნობდეს მოსამართლეებს და მათ სახელ-გვარებს, რომლებიც პარტიების აკრძალვის საქმეს განიხილავენ:

ევა გოცირიძე;

გიორგი თევდორაშვილი;

ვასილ როინიშვილი;

გიორგი მოდებაძე;

სერგო მეთოფიშვილი;

გოგა კიკილაშვილი;

რევაზ ნადარაია” – აცხადებს ნანა ტოხვაძე.