4
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებელი, ედიტე ესტრელა, საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას „მნიშნველოვნად და გადაუდებლად“ აფასებს:
“ეს არის საქართველოზე მესამე ანგარიში, რომელიც ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში წარმოვადგინეთ. ეს აჩვენებს მნიშვნელობას და გადაუდებლობას, რომელსაც საქართველოში უპრეცედენტო დემოკრატიულ უკუსვლას ვანიჭებთ.
წინა ორი ანგარიში სასწრაფო პროცედურის ფარგლებში იქნა წარდგენილი…
[ბოლო] რეზოლუციის მიღების შემდეგ, დემოკრატიული უკუსვლა გაგრძელდა და ინოვაციები განიცადა, ისევე, როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური ოპოზიციისა და განსხვავებული ხმების მიმართ რეპრესიები. ასამბლეის არცერთი სასწრაფო რეკომენდაცია არ იქნა განხორციელებული.
საქართველოში დემოკრატიის მიმდინარე ჩამოშლა და ასამბლეის რეკომენდაციებზე რაიმე პასუხის არარსებობა, სერიოზულ ეჭვებს აჩენს [საქართველოს] მთავრობის მზაობაზე, დაიცვას ევროპის საბჭოში საქართველოს წევრობის ვალდებულებები. სამწუხაროდ და დიდი შეშფოთებით, მმართველი უმრავლესობის ინიციატივა აკრძალონ საქართველოში ოპოზიციის თითქმის ყველა დემოკრატიული პარტია, ჯერ კიდევ შესაძლოდ რჩება და ცოტა ხნის წინ გაფართოვდა.
დემოკრატიული ოპოზიციის თითქმის ყველა ლიდერის სისხლის სამართლით დევნა პოლიტიკურად მოტივირებული და მოგონილი ბრალდებებით გრძელდება. ბოლო კვირების განმავლობაში დევნა უფრო ინტენსიური გახდა და გენერალურმა პროკურორმა ამ ე.წ. “საბოტაჟის ქეისებზე” რამდენიმე მოსმენა ჩაატარა. თუ ეს ორი მოვლენა გაგრძელდება, ისინი ერთპარტიულ სისტემას ჩამოაყალიბებენ საქართველოში, რაც მიუღებელია და შეუთავსებელია ევროპის საბჭოს წევრობასთან”, – განაცხადა ესტრელამ.
ამასთან, ესტრელამ განმარტა, რომ რეზოლუციის პროექტში არის „პოლიტპატიმრის“ დეფინიცია, რაც უკავშირდება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ გარემოს.
ედიტე ესტრელა, საქართველოში დემოკრატიული არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას გამორიცხავს.
“ჩვენს ანგარიშსა და რეზოლუციის პროექტში, N1900 რეზოლუციას აღვნიშნავთ “პოლიტპატიმრის” განმარტებაზე. ეს რეზოლუცია მნიშვნელოვან მითითებებს იძლევა ამ საკითხზე მუშაობისთვის. ყველა ამ მოვლენას ღრმა გავლენა ჰქონდა ქვეყნის პოლიტიკურ გარემოზე.
დემოკრატიულ ოპოზიციის, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ დაუნდობელი რეპრესიების, ასევე, საქართველოში უკიდურესი სოციალურ-პოლიტიკური პოლარიზაციის წყალობით, უნდა დავასკვნათ, რომ ნამდვილად დემოკრატიული არჩევნებისთვის პირობები [საქართველოში] აღარ არსებობს,” – განაცხადა ესტრელამ.(ინტერპრესნიუსი)

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·