ბრიტანეთის პარლამენტის წევრმა ჯეიმს მაკკლირმა განაცხადა:
„დღეს საქართველო გზაჯვარედინზეა დასავლეთსა და აღმოსავლეთს, დემოკრატიასა და ავტორიტარიზმს შორის. 2024 წლის არჩევნები უნდა ყოფილიყო შესაძლებლობა, გაძლიერებულიყო საქართველოში დემოკრატიული ღირებულებები. ამის ნაცვლად მივიღეთ სახიფათო რეალობა. “ქართული ოცნების” მთავრობა სისტემატურად ანადგურებს დემოკრატიას და ამტკიცებს, რომ მას იცავს.
საარჩევნო მანიპულაცია, დაშინება, ოპოზიციური ფიგურებისა და დამოუკიდებელი მედიის შეზღუდვა, ძალადობრივი თავდასხმები მშვიდობიან დემონსტრანტებზე, ეს არ არის ჯანსაღი დემოკრატიის მახასიათებლები. ეს არის შემაშფოთებელი ნიშნები, რომ რეჟიმი უფრო ავტოკრატიული ხდება.
იმის ნაცვლად, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში მისივე ადგილისკენ ისწრაფოდეს, ამჟამინდელი ლიდერები ირჩევენ სულ სხვა გზას, უფრო ღრმა კავშირებს კრემლთან რეპრესიებით და კორუფციით. ამასობაში, ბრიტანეთის უზენაესი სასამართლო იღებს გადაწყვეტილებებს, რომელმაც დაავალდებულა ირაკლი რუხაძე, ტელეკომპანია “იმედის” მფლობელი, რომელიც რუსულ პროპაგანდაზე პედალირებს, რომ გადაიხადოს მილიონები.
არ დაგვავიწყდეს, ამ პროცესის ცენტრალური ფიგურა ბიძინა ივანიშვილია მისი დიდძალი ქონებით, კრემლთან კავშირებით და ქართული ინსტიტუციების მოგუდვის მცდელობით. არა მხოლოდ გავლენას ახდენს ადამიანების არჩევანზე, არამედ დემოკრატიის საბოტირებას ახდენს. თუ სერიოზულად ვამბობთ, რომ დავიცვათ დემოკრატია, მაშინ უნდა დასანქცირდეს ბიძინა ივანიშვილი და მისი თანამოაზრე, ირაკლი რუხაძე, ახლავე“.