უნდა ვაღიაროთ რომ სიმბოლიკას აბსოლუტურად ცენტრალური როლი ჰქონია ადამიანის ქცევაში.
უნდა ვაღიაროთ რომ ბიძინა ივანიშვილს გენიალური სიზუსტით აუხსნია უმეტესი ქართველის ფსიქოლოგიის სიმბოლიკა და უმთავრესი შიში.
მე აქ არ ვსაუბრობ უბრალო სიკვდილის შიშზე. ეს მარტივი რამაა.
ცოცხალი ადამიანის შიშზე მაქვს საუბარი ეთნიკურ ასპექტში.
მაგალითად
გერმანელს სიღარიბის ან რამე სხვა ამგვარის კიარ ეშინია.
გერმანელის უმთავრესი ცენტრალური შიშია – ვაიმე უსაქმური არ დავრჩე. ვაიმე გამოუდეგარი და უმოქმედო არ გავხდე. ვაიმე სამუშაოს გარეშე არ დავრჩე.
გინდა მილიონი ჰქონდეს გერმანელს, აი ეს უსაქმურობა და უფუნქციობა აშინებს ყველაზე მეტად.
ქართველების შიში მე რატომღაც სიღარიბე მეგონა და არ ყოფილა ასე.
ვაიმე ვინმეს ღარიბი ულუკმაპურო არ ვეგონოო ეს მეგონა უმეტესი ქართველის შიში და ამიტომაც იღებდა ოჯახი სსრკს დროს და მერე ხომ საერთოდ პათოლოგიური პანიკით ვალს რომ მაგარი ქორწილი ან ქელეხი ან დაბადების დღე გადაეხადა. ან ბმვ ეყიდა და მერე ჩუმად მალულად გაზზე გადაეკეთებინა, გაზი ღამით ჩუმად ,,ზაპრავკაზე,, ეყიდა და სამარიაჟოდ სხვის დასანახად ბენზინი ჩაესხა 3 ლიტრა დასაქოქად.
არა
ქართველის შიში სხვა ყოფილა.
ყველამ იცით გამოთქმა
,,ყველამ საკუთარ ტრაკს მიხედოსო,,
ბავშვობიდანვე მიკვირდა ამის უაზრობა.
აბა რა სადაოა და შესახსენებელია რომ საკუთარ ტრაკს მიხედო და არა სხვისას?
აქვს აზრი თქმას ,,ყველამ საკუთარი ტანი დაიბანოს?,,
თურმე კი.
ქართველს სხვისი ,,ზადნიცის,, ამბავი უფრო აშინებს პანიკურად ვიდრე საკუთარის
და ეს იცოდა ბიძინამ
დარწმუნებული ვარ იცოდა და გაიფიქრა და დაგეგმა
ქართველებს ყურებით ვერ დაიჭერ, მაგრამ, აი ტრაკის შიშით ნაღდად…
ასე არ მოხდა?
ცოცხების სცენის დადგმა ხომ იმ მიზანს ემსახურება, სხვისი ტრაკის პრობლემა და შიში საკუთარზე დააპროეცირო და ამ შიშმა მერე არჩევანი გაგაკეთებინოს.
თქვენ თუ გგონიათ რომ ძველი ხელისუფლების ხალხი იყო თავისუფალი ამ შიშისგან, ცდებით
13 წელია უხდიან ბოდიშს ყველას და ყველგან აი ამ ჰიპოთეტურ და არარსებულ ,,ტრაკში ცოცხზე,, და თან რა პანიკით, რა აჟიტირებულად და რა ერთხმად.
არა.
ეს უკანალის პრობლემა ნაღდად არსებობს.
,,ქართველობას გვაკარგვინებს ევროპაო,, აბა ნახეთ ამაში რას გულისხმობენ?
@რაკს
უკანალს
სხვის უკანალს
ჰოდა მეგობრებო
ერი რომელიც საკუთარ ეროვნულობას
საკუთარ სიამაყეს
საკუთარ იდენტობას
გააიგივებს ტრაკთან
ექნება რაიმე საწინაო პერსპექტივა თუ უფრო და უფრო ტრაკისკენ წავა?
პასუხისათვის მოიშველიეთ ლოგიკა
საერთაშიროსო alia.ge