,, უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ” – რას აქვეყნებს შალვა პაპუაშვილი?

5 days ago 13

14

შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში ბანერს აქვეყნებს და წერს:

,,ამ ბანერზე, ზემოთ, საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის დღევანდელი განცხადებაა, სადაც ის უკრაინა-რუსეთის ომიდან გამოსავალს უკრაინის მხრიდან საკუთარი ტერიტორიების დათმობაში ხედავს.

ქვემოთ კი საფრანგეთის ელჩის გაცილების საღამოა, სადაც, ელჩი, უცხოეთიდან დაფინანსებულ საქართველოს იმ მოქალაქეებთან ერთად პოზირებს, რომლებიც სამი წელია, უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში, საქართველოს ჩათრევას ცდილობენ.

უნდა ვიცოდეთ, რომ, ზოგჯერ, როდესაც ღირებულებაზე გველაპარაკებიან, არა ფასეულობას, არამედ ფასს გულისხმობენ”

სრულად წაკითხვა