1
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრთან ნატალია ყიფშიძეც იმყოფება – მსახიობი მედიასთან ამბობს:
სჯიან იმისთვის, რომ ბატონი დავითი ყოველთვის იყო და არის თავისი ოჯახისკენ. ოჯახი მისთვის არის დასი, ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც დაჭერილია 5 თვეა. დავით დოიაშვილი იბრძვის, რომ იყოს თავისუფალი და ამ ბრძოლის გამო უნდათ, რომ ჩაახშონ თეატრის ხმა. თეატრის ხმა არის ძალიან ხმამაღალი. დამოუკიდებელი და თავისუფალი თეატრი თუ არ არის ცნება, მაშინ ხელოვნებაც არაფრად არ ღირს. ეს არის გადაწყვეტილება, რომელსაც ყველა მოველოდით, მაგრამ არასწორია, რადგან დოის გარეშე ამ თეატრში ვინ უნდა მოვიდეს, რომელმა მსახიობმა უნდა ითამაშოს ამ სცენაზე. არაფრად არ ღირს ის სპექტაკლი, რომელსაც მთავრობა მარიონეტივით მართავს”.
ცნობისთვის, კულტურის სამინისტრომ დავით დოიაშვილი “ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკისა და დრამის თეატრის” ხელმძღვანელის თანამდებობიდან გაათავისუფლა.