პროფესორი გიორგი ცერცვაძე, რომელიც თსუ-დან გაუშვეს, სოციალურ ქსელში წერს:
,,უნივერსიტეტიდან გამაგდეს.
ეხლა რომ ვაანალიზებ, უფრო ადრეც ვიყავი გასაგდები.
დღეს თვალი ამეხილა და მინდა გულწრფელად მოვინანიო ის სამწუხარო
რიალობა, რომ დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის წისქვილზე ასე თავხედურად და აღვირახსნილი ცინიზმით ვასხამდი წყალს…
მონანიებისათვის მზად ვარ, საკუთარი ხარჯით, ყოველგვარი სახელმწიფო და საუნივერსიტეტო დაფინანსების გარეშე, ერთი სემესტრით, გაცვლითი პროგრამით გავემგზავრო თურქმენეთში მისი აწ გარდაცვლილი (მშვიდობა მის სულს!) პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუხამედოვის ნაშრომების საკვლევად და სათარგმნად.
იმედი მაქვს, ჩემი გულწრფელი სინანული შესმენილი იქნება მათ მიერ, ვისაც ამ უდიდესი აკადემიური შეცოდების პატიება შეუძლიათ. … და მე დავბრუნდები უკან.
აქვე ქთხოვთ, ხელფასი განმისაზღვროთ ერთ ლექციაში თუთხმეტი მანეთი და სამოცი კაპიკი.
ბოლოს, დიდი მადლობა კოლლეგებს, რომლებმაც ცქვიტად აიღეს საკუთარ თავზე ჩემი საგნების წაკითხვა, რომლებიც ჩემამდე საერთოდ არ იკითხებოდა და ჩემი დანერგილი და შემოტანილია 2011 წლიდან.
ასევე, თუ საჭირო გახდა, შემიძლია მივუთითო ერთ ორ ადამიანზე, ვინც საჯაროდ არ წერს, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ გლობალური ომის პარტიის და დიფ სთეითის თაყვანისმცემელია. გულში.
დავშთები მარად თქვენი მოწყალების ვედრებით მთხოვნელი”
“თსუ-დან ჩემი ორი ლექტორი პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლეს” – ირაკლი კუპრაძე