“უპირობო ნდობა და მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს – მაგარ ქართველს! უღალატო თანამებრძოლს და ერის მოამაგეს!” – ხათუნა ხოფერია

7 hours ago 1

კონკრეტულ მძიმე ფაქტებზე საუბრობს და ოპოზიციასთან, საპროტესტო აქციების მონაწილეებთან მიმართებაში მძიმე შეფასებებს აკეთებს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში, საქართველოს პარლამენტის 2 მოწვევის ყოფილი დეპუტატი, ხათუნა ხოფერია:

პოლიციელი, რომელსაც ღიმილს უკრძალავენ… უკივიან… აგინებენ დუჟმორეულები…

ბავშვები, რომელთა გასახარებლად, ნაძვის ხე არ აანთებინეს… იმავე საღამოს კი, შაბაში მოაწყვეს… პატარებზე გამარჯვების როკვითა და ტაშ-ფანდურით…
ბავშვები, რომლებმაც მთავარ ნაძვთან ფოტო ვერ გადაიღეს… სამაგიეროდ, თავად იღებდნენ სელფებს, ვიდეოებს – მოსაფსმელად ჩაცუცქული ქალის უკანალით… ან, კუბოს დაწვით… როგორც სიმბოლოს საკუთარი ყოფის…

მსოფლიო ჩემპიონი, რომელსაც ბავშვობიდან ჯაფით და სხეულის ტკივილით ნაშოვნი ფულით ნაყიდი საათი და ბოკვერი საღლიცინოდ გაუხადეს… თავად კი, გრანტებიდან, ქოლცენტრებიდან და გვარამიას 88 ათასიანი ხელფასიდან გადანარჩენი ფულით შეტყლიზნული ხინკალი და საცივი მიუგდეს “მოზეიმეებს”…

მსოფლიოს დიდ სცენებზე წარმატებული მომღერალი, რომლის გამოსვლაც საქართველოს რაიონებში, ყინვაში, ქარში, ათასობით ბედნიერი ადამიანის წინაშე – სირცხვილად შერაცხეს… თავად კი, ხორუმი აცეკვეს ქალებს… ლაჯებგადათხლეშილი, კუნინძების ხორუმი…

უდიდესი რეჟისორი, რომელსაც ჭია-ღუები რაღაცას ედავებიან, ფეხებს ვერ მოჭამენ, მაგრამ გულს ტკენენ… თავად კი, პოლიციელის დანით დაჭრისთვის ბრალდებულ, ვიღაც “მათი დროის გმირს” გვტენიან “ჩაგრულ ბავშვად”.

რა ვიცი… გაგრძელება არც ღირს😡

ეს არის ქართული ოპოზიციური სპექტრის აგონიური ხროტინის რამოდენიმე ფაქტი…
ეს ფაქტები, რაიმე სახის ანალიზს, განხილვას, დასკვნას არ ექვემდებარება, ეს უნდა მიიღო როგორც რეალობა და ფსიქიატრებსა და პროკურატურას გადაულოცო!

აბა, როგორ უნდა იმსჯელო ნორმალურმა ადამიანმა სალომე ზურაბიშვილზე?!… ისტორიიდან მახსოვს ცრუ-მეფეები… არსად არ მსჯელობენ მათ შესახებ. იყვნენ და იყვნენ… აფრენდნენ და ეგაა რაა… ან რამდენი გიჟი იყო, რომანოვების მემკვიდრის- ანასტასიას თვითმარქვია! იყო და იყო…

ესეც გაივლის!
ზოგი ისე უბარავს და ზოგი ასე…

ერთი კია! როდესაც ოპოზიციაში ხარ, მაგრამ არ გაქვს რეალური ფაქტები, რის გამო ხარ იქ, სადაც ხარ. არ გაქვს იდეოლოგიური საფუძველი, ითხოვ რაღაცას, მაგრამ ვერ ასაბუთებ რას და რისთვის… იძულებული ხდები, პოლიტიკური აქციებიდან გადახვიდე შოუზე!!!…

დიახ, იძულებული ხდები, რომ შოუ ანუ სანახაობა შექმნა და ნაცარი აყარო თვალებში მოტყუებულ მხარდამჭერებს! დიახ, შენ მხარდამჭერებს, რომელსაც ჯერ მიშას “დახსნას” ჰპირდებოდი, მერე ხან კოალიციურ მთავრობას და ხან ტექნიკურ მთავრობას, ხან ზღვა რევოლუციურ ტალღას პირდებოდი, ხან პარლამენტის სხდომის ჩაშლას, ხან სალომეს მარადიულ ლეგიტიმურობას და ახლა, ვადამდელ არჩევნებს ჰპირდები…

…და დააბოდიალებ ქუჩებში ვიღაც კაბაში მობზრიალე კაცისპროვოკაციას, ქვაბებზე დამკვრელებს, ქათმის ფეხ მომარჯვებულ მჩხიბავებს, კუბოს ფორმის ტორტებს, მღერიან ბავშვების თანდასწრებით უწმაწურ, გულისამრევ სიმღერებს… და რა ვიცი, რომელი ერთი ზღვარსგადასული, სირცხვილის და სიმწრის მომგვრელი შოუ-სანახაობა უნდა ჩამოვთვალო, რომ მიხვდეთ – ყველა წითელი ხაზები გადაკვეთეთ! ყველა მორალური ნორმა დაარღვიეთ! ყველა თავშეკავების ზღვარი გადალახეთ!
მორჩით რააა… გაბითურებულებო!

P.S.
ჩემი მხარდაჭერა საქართველოს ხელისუფლებას!
სრული მხარდაჭერა სასამართლოს და უსაფრთხოების სამსახურებს!
უპირობო ნდობა და მხარდაჭერა ბიძინა ივანიშვილს – მაგარ ქართველს! უღალატო თანამებრძოლს და ერის მოამაგეს!

ყველას, ჩემიანებს, გილოცავთ შობა-ახალ წელს!
წინ, ნაღდი სუვერენული საქართველოსკენ გამარჯვებებით!
საქართველო ერთია და ისიც ჩვენია!” – წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ხათუნა ხოფერია.

სრულად წაკითხვა