ურსულა ფონ დერ ლაიენი – კრემლი კვლად დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და კლავს ადამიანებს

3 days ago 2

41

კრემლი კვლად დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს, – ასე ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას.

„რუსეთმა წუხელ უკრაინაზე დრონებითა და რაკეტებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა, რომლის სამიზნეც როგორც სამთავრობო შენობები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობის სახლები იყო. კრემლი კვლავ დასცინის დიპლომატიას, არღვევს საერთაშორისო სამართალს და განურჩევლად კლავს ადამიანებს“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი.

მისი განცხადებით, ევროპა სრულად უჭერს მხარს უკრაინას.

„ვაძლიერებთ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ვქმნით უსაფრთხოების ხანგრძლივ გარანტიებს და ვამკაცრებთ სანქციებს რუსეთზე ზეწოლის გასაძლიერებლად. მკვლელობები უნდა დასრულდეს“, – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი.

სრულად წაკითხვა