“უტას 2 მცირეწლოვანი შვილი ჰყავს…”- რას წერს მტკვარში გადავარდნილი ერთ-ერთი ბიჭის მეუღლე

3 hours ago 2

მაშ­ვე­ლე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ამ დრომ­დე ეძე­ბენ მტკვარ­ში ჩა­ვარ­დნილ მან­ქა­ნა­ში მყოფ ახალ­გაზ­რდებს და მთე­ლი დღეა სამ­წუ­ხა­როდ მათ ვერ მი­აგ­ნეს. რო­გორც ცნო­ბი­ლია, 25 წლამ­დე ასა­კის ახალ­გაზ­რდე­ბი ის­ხდნენ “ფორდ ფუ­ჟე­ნის” მარ­კის ავ­ტო­მო­ბილ­ში, როცა მათ მან­ქა­ნას სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლი და­ე­ჯა­ხა და ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად მტკვარ­ში გა­და­ვარ­და.
ცნობილი ხდება ორი ახალგაზრდის ვინაობა, რომლებსაც მტკვარში მაშველები ამ დრომდე ეძებენ. უტა ელიავა და გიორგი შამუგია იმ მანქანაში იყვნენ, რომელიც მდინარეში გადავარდა.

უტას დაქორწინებულია და ორი მცირეწლოვანი შვილიც ჰყავს.

„ნეტავ სიზმარი იყოს… ჩემო სამუდამო და უსასრულო სიყვარულო, გელოდები… ხომ იცი, რომ მე შენ გარეშე არ შემიძლია უტი… გელოდები“, – წერს უტას მეუღლე გვანცა გოროზია სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა