ოკუპირებული აფხაზეთის სოფელ საბერიოში მომხდარი ტრაგედიის შესახებ "გალ მედია" ყვება.
როგორც ცნობილია, ოჯახში, სამძიმარზე აფხაზი მღვდელმსახური ბესარიონ აპლია, სხვა სასულიერო პირებთან ერთად, მივიდა.
ბავშვები მონათლულები არ იყვნენ, ამიტომ ოჯახი ღელავდა, შეიძლებოდა თუ არა წესის აგება.
როგორც ბესარიონ აპლიამ აღნიშნა, უდიდესი ტრაგედია ადამიანურად ძნელი გადასატანია, თუმცა მცირეწლოვნების სული უფალს აბარია.
"სამწუხაროა, ძალიან მტკივნეულია, მაგრამ უფალი მათ აუცილებლად მიიღებს" – განაცხადა მღვდელმსახურმა.