“უყვარს ხალხს იდეალიზაცია და ფეხბურთი არ არის გამონაკლისი” – თორნიკე შარაშენიძე

2 hours ago 4

პოლიტოლოგი, თორნიკე შარაშენიძე:

უყვარს ხალხს იდეალიზაცია და ფეხბურთი არ არის გამონაკლისი.

1998 წლის ფინალის წინ კიჭა რონალდო ცუდად გახდა და გაჭირვებით ითამაშა. ასე გაუმართლა საფრანგეთს. თუმცა, ვერ იტყვი რომ იმ წელს არ დაიმსახურა ჩემპიონობა.

2022 წელს ჰოლანდიასთან მესიმ ხელით გააჩერა ჰოლანდიასთან და მსაჯმა ყვითელი ბარათიც არ მისცა. თუმცა, ვერ იტყვი რომ არგენტინამ იმ წელს არ დაიმსახურა ჩემპიონობა.

1970 წლის ბრაზილიასაც კი შეიძლება რაიმე გამოუძებნო.

არავინ იგებს იდეალურად და არავინ უნდა იდგეს კრიტიკის მიღმა. ზიდანი ძალიან მიყვარდა, მაგრამ 2006 წლის ფინალში სიდებილე ჩაიდინა. კრიშტიანუ რონალდუზე აღარ მალაპარაკოთ. ოდესღაც მის მხარეს ვიყავი როცა მესის ეჯიბრებოდა, მაგრამ წასვლას არ დააყენა საშველი და გახდა მთელი მსოფლიოს სამასხარაო.

სრულად წაკითხვა