უჩა აბაშიძე დააკავეს, ამ წუთებში მის სახლში პოლიციაა შესული

1 week ago 32

უჩა აბაშიძე დააკავეს, ამ წუთებში მის სახლში პოლიციაა შესულიდრონების ინჟინერი, ბლოგერი, უჩა აბაშიძე, რომელიც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციებში აქტიურად არის ჩართული, დააკავეს. ამ წუთებში მის სახლში პოლიციაა შესული.

„Officially, Welcome to Moscow! უჩა აბაშიძეს შეუვადნენ სახლში და ადვოკატთანაც არ არეკინებენ. ყველა უპოზიციო, ვისაც აზრის დაფიქსირება, აქციაზე მოსვლა გეზარებათ და გგონიათ, რომ რამე არ გეხებათ, ქოცებთან ერთად ხართ წასასვლელი ამ ქვეყნიდან, თქვენი დიდი წვლილია დღევანდელ რეალობაში, რომ იცოდეთ”, „უჩა აბაშიძის სახლში ახლა არის პოლიცია, არ უშვებენ სადარბაზოში მის ძმებს, გვეუბნებიან, რომ გამოძიება მიმდინარეობს და არ შეგვიშვებენ. სხვისგან გავიგეთ, რომ ადვოკატის გამოძახების უფლება არ მისცეს.

ლოკაცია აბაშიძის 22 ნომერი, მეორე სადარბაზო, შიდა ეზოს მხრიდან არის სადარბაზო“, – წერენ სოციალურ ქსელში უჩა აბაშიძის ოჯახის წევრები და მეგობრები.

სრულად წაკითხვა