უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული – სალომე ზურაბიშვილი

6 days ago 5

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებს სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება და აკრიტიკებს.

„პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, – წერს პრეზიდენტი.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ქართული გაზაფხული ელოდება.

„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული“, – წერს პრეზიდენტი.

სრულად წაკითხვა