6
უწყვეტი პროტესტის მონაწილეები დღეიდან პარლამენტის ნაცვლად, საკრებულოს წინ შეიკრიბებიან.
აღნიშნული გადაწყვეტილება საზოგადოებამ იმის გამო მიიღო, რომ დედაქალაქის მთავარი გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშოები მიმდინარეობს.
მათი თქმით, ყველაზე გონივრული გადაწყვეტილება, მათი მხრიდან იქნება ის, რომ დროებით საკრებულოსთან გადაინაცვლონ, ხოლო სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, კვლავ ძველ ადგილს დაუბრუნდნენ.
რაც შეეხება შაბათის მარშების გეგმა, ის უცვლელია და ყოველ შაბათს იმავე მარშრუტით გაიმართება, როგორც აქამდე.
“არალეგიტიმურ მთავრობას, ფაქტია, რომ ეს პროტესტი ძალიან აგიჟებს და აღიზიანებს, დარწმუნებული ვარ, პროტესტი კიდევ უფრო მოიმატებს, ამ ნგრევით და დაშლით ესენი ამ ხალხს ვერ გააჩერებენ, უფრო მეტად იფეთქებს ხალხი და უარეს შედეგს მიიღებენ, რადრაგნ ყველას აქვს უკვე პროტესტის შეგრძნება, მომხრეს და არა მომხრეს, – ამბობს ელენე ახობაძე, საბა სხვიტარიძის დედა.
ე.წ. მთავრობა ძალიან უსუსურია და იციან, რომ მაინც ვერფაერს გახდებიან, – ამბობს ზვიად ცეცხლაძის დედა.
“ე.წ. მთავრობა ძალიან უსუსურია, ძალა არ აქვთ, ყველას ხომ ვერ დაგვიჭერენ, ჩვენ ვიცით, რომ გადავრჩებით, ცოტა რთულად, მაგრამ გადავრჩებით, ვისაც სძინავს, ისიც იღვიძებს. ერთ მშვენიერ დღეს, ეს ხალხი ძალიან გაბრაზებული გამოვა გარეთ, იცის ეს ბიძნა ივანიშვილმა და ცდილობს, რამენაირად, რაც შეიძლება მეტი წნეხი წამოვიდეს, მაგრამ ისიც იცის, რომ ვერაფერსაც ვერ გახდება, – ამბობს ნარგიზი დავითიძე.

12 hours ago
8







English (US) ·
Georgian (GE) ·