,, ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს ივანიშვილი და სუსი მართავს” – რას აქვეყნებს რომან გოცირიძე

1 day ago 2

რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში სქემას აქვეყნებს და წერს:

,,ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა ნულის ტოლი რომ არის, ამაზე ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობას შორის ფუნქციების განაწილების სქემაც მეტყველებს.

საბჭო რომ ბუტაფორიაა, ეს ყველამ კარგად ვიცით. თურმე არც ვიცე-პრეზიდენტებს ჰქონიათ რაიმე უფლებები-ყველაფერი თავმოყრილია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნათია თურნავასა და გენერალურ დირექტორ ვინმე ბურკიაშვილის ხელში. ეს უკანასკნელი არაა არჩეული პირი, მაგრამ კოლოსალური უფლებებითაა აღჭურვილი, მათ შორის ისეთებით, რომელიც ეროვნული ბანკის საფინანსო პოლიტიკასთანაა დაკავშირებული. რა თქმა უნდა, მის ხელშია ფულის ბეჭდვა, მიმოქცევა, ოქროს რეზერვები და ა. შ, ასევე ფულის გათეთრებაზე ზედამხედველობის საკითხები.

ფაქტობრივად, ეროვნულ ბანკს ივანიშვილი და სუსი მართავს.

ეს სერიოზულ რისკს უქმნის ქვეყნის საფინანსო სისტემას.“

სრულად წაკითხვა