ფაშინიანმა განაცხადა, რომ კოვიდის გამო დსთ-ს სამიტში ვერ მიიღებს მონაწილეობას

12 hours ago 3

სომხეთის პრემიერ მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ კორონავირუსის გამო, არ დაესწრება დსთ-ს არაფორმალურ სამიტს, რომელიც რუსეთში გაიმართება.

“23 და 24 დეკემბერს ვიმყოფებოდი იზოლაციაში და სახლიდან ვიმუშავე. 25 დეკემბერს დიაგნოზი უარყოფითია და ჩვეულ სამუშაო გრაფიკს ვუბრუნდები. თუმცა, ჩემს კოლეგებთან კონსულტაციების შემდეგ, არ მივიღებ მონაწილეობას დსთ-ს ქვეყნების ლიდერების არაფორმალურ სამიტში, რომელიც დღეს პეტერბურგში გაიმართება,” – წერს ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

გარდა ამისა, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ დღის ბოლომდე მიიღებს გადაწყვეტილებას ევრაზიის ეკონომიკური გაერთიანების უმაღლესი ეკონომიკური საბჭოს სხდომაში მონაწილეობის შესახებ, რომელიც ხვალ, 26 დეკემბერს არის ჩანიშნული.

მანამდე რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ სომხეთის პრემიერ მინისტრთან ცალკე შეხვედრა არ არის რუსეთის პრეზიდენტის განრიგში. თუმცა, მისი თქმით, ორი ქვეყნის ლიდერებს, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლიათ საუბარი.

“ცალკე საუბრის გეგმები არ არსებობს. მაგრამ მათ ექნებათ შესაძლებლობა ისაუბრონ საჭიროების შემთხვევაში,” – განაცხადა პესკოვმა.

სრულად წაკითხვა