3
პოლიტიკოსი, რომან გოცირიძე:
შემოსავლების სამსახურის მიერ ფეიერვერკების მაღაზიების დალუქვა არის უკანონო. ასე ნებისმიერი საქონლის გაყიდვა შეიძლება თვითნებურად აიკრძალოს, თუ ეს რაღაც მიზეზით მთავრობის ინტერესებში არ იქნება.
არაერთხელ მითქვამს, რომ ფეიერვერკები არის ჰაერში ფუჭად გასროლილი ფული, რომელიც ჩინეთის ეკონომიკას აცვივა თავზე და რომლის ნაცვლად შეიძლება ეს ფული ოჯახში უფრო საჭირო საქმეს მოხმარებოდა. მისი გამოყენების შემცირებას აკრძალვა კი არ სჭირდება, არამედ მეტი განათლება.
რაც შეეხება იმ მიზეზს, რის გამოც შეჩერებულია პიროტექნიკის გაყიდვა-საპროტესტო აქციებზე მისი გამოყენება, ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მეთოდი შიშველი ხელებით მოძალადე პოლიციელებისაგან და სპეცრაზმელებისაგან თავის დასაცავად.