ფერადი კვამლის გაშვების გამო აქტივისტებს სისხლის სამართლის მუხლით ასამართლებენ. უწყვეტ პროტესტში მონაწილე მოქალაქეები სასამართლოში დამოუკიდებლობის დღეს, 26 მაისს გამართულ მსვლელობაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო დაიბარეს.
აქტივისტი ნიკოლოზ დარსანია ტვ პირველთან, ამბობს:
დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩემს მიმართ აღიძრა ახალი ადმინისტრაციული საქმე 26 მაისის აქციაზე ფერადი კვამლის გაშვების გამო, თუმცა ეს მოსამართლედ წოდებულმა კობა ჩაგუნავამ ზეპირი განხილვის გარეშე სისხლის სამართალზე გადააკვალიფიცირა. ჩემ შემთხვევაში ეს არის მეორე საქმე, რომელიც მოსამართლე კობა ჩაგუნავამ სისხლზე გადამიკვალიფიცირა. საქმის მასალებში წერია, რომ მე მექანიკური ზემოქმედების შედეგად მოვახდინე პიროტექნიკის გამოყენება და ეს არის შეკრება-მანიფესტაციის კანონების დარღვევა და ამის გამო გადამიკვალიფიცირეს სისხლის სამართალზე.
ჩემი აზრით, ეს ემსახურება არა მხოლოდ აქტიური მოქალაქეების დაშინებას, არამედ საზოგადოებაში შიშის და განხეთქილების დათესვას, რომ ვერავინ ვერ გაბედოს რეჟიმის წინააღმდეგ ხმის ამოღება.
კი ბატონო, მასე დაწერეს, რომ პიროტექნიკაში გადის [ფერადი კვამლი], იგივე მუხლია, რაც გზის გადაკეტვა და ამის გამო გადააკვალიფიცირეს სისხლზე. არ მგონია ეს იყოს სისხლის სამართლის დანაშაული, ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რადგან ჩვენ ხშირად ვხედავთ ფეხბურთის მარშების დროს როგორ იყენებენ ამ კვამლს, ან როცა ბავშვი უჩნდება ოჯახს, როგორ იყენებენ ამ კვამლს გენდერის გასაგებად.”

9 hours ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·