ფერნანდესი: "ჩელსიში პირველი 18 თვე რთული იყო, რადგან ბევრი ცვლილების გავლა მომიწია"

12 hours ago 1

ლონდონის ჩელსის ნახევარმცველმა ენცო ფერნანდესმა საკუთარ სათამაშო ფორმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ადაპტაციის პროცესი სრულად გაიარა.

"ჩელსიში პირველი 18 თვე რთული იყო, რადგან ბევრი ცვლილების გავლა მომიწია, მაგრამ დღეს თავს ძალიან კარგად ვგრძნობ.

მთავარი მწვრთნელი ბევრს მელაპარაკება და მიხსნის მოედანზე გადაადგილების სქემებს, მეც ყურადღებით ვუსმენ და ვცდილობ თეორიული ნაწილი მოედანზე გადმოვიტანო - ის ნამდვილად მენდობა და ამით ბედნიერი ვარ

", - განაცხადა ფერნანდესმა.

შეგახსენებთ, არგენტინელმა ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჯამში 21 მატჩი გამარათა და თავის გამოჩენა 3 გოლითა და 4 საგოლე გადაცემით მოახერხა.

სრულად წაკითხვა