“ფეხბურთის თამაშის მცდელობა ვნახეთ, დაგდებული ადამიანის თავით რომ ცდილობდნენ” - გიგა გვენცაძე

1 week ago 7

“პირველი არხის” სპორტული კომენტატორი გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს განცახდებას საქართველოში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით:

“დიდი ხნის წინ დავგეგმეთ და ყველა გზა რომ მიდის, იქედან ერთ-ერთით მარადიულ ქალაქში ვიყავით...
ახლა უკვე შემიძლია ვთქვა რომ ნაპოლის დუბლების თამაშზეც ვარ ნამყოფი - თასზე, რომში ლაციოსთან თავიდანვე წაგებულ თამაშს ვგულისხმობ. რომა-ლეჩეს დროს კი ნამდვილი სტადიო ოლიმპიკო და ტიფოზებიც ვნახე. ფეხბურთი თამაშის მცდელობა რუსთაველზეც ვნახეთ. დაგდებული ადამიანის თავით რომ ცდილობდნენ არაადამიანები. მე საქარათველო მიყვარს და როცა მიყვარს, არ შემიძლია მისი რომელიმე ნაწილი მძულდეს.
მაგრამ... როცა ბევრი ურტყამს ერთს, როცა წაქცეულს ურტყამ და როცა ადამიანის თავით ფეხბურთის ქუსლით თამაშს ცდილობ, არც სოკრატე სი ხარ, არც ეროვნება გაქვს და არც სამშობლო.
სამწუხაროდ რაც არ უნდა მომხდარიყო მოხდა. რაც არ უნდა ხდებოდეს ხდება.
ომს ვუფრთხით სხვასთან და დიდი რისკია მივიღოთ საკუთარ თავთან.
რაც ვართ და როდესაც მათი არსებობა შევიტყვეთ, მას შემდეგ, იქეთ ვიყურებით. იქაურობა გვიზიდავს, გვხიბლავს.
იქ გვინდოდა, გვინდა და გვენდომება.
ჩვენ ვინ ვართ, ეს საქართველოს არჩევანია - ჩვენამდე დიდი ხნით ადრე გაკეთებული და გადაწყვეტილი.
მაგრამ იქაურობის აქ გადმოტანას ჯერ ვერ ვახერხებთ, არ გამოგვდის, მაგრამ იმედია, რომ შევძლებთ...
ვინც არ უნდა მოინდომოს, როგორც არ უნდა მოინდომონ, ჩვენ ვერ გავხდებით ვერც ბელარუსები და ვერც ვერანაირი ფერის რუსები.
ჩვენ ქართველები ვართ !
დიდება და გამარჯვება საქართველოს!” - წერს გიგა გვენცაძე სოციალურ ქსელში.

სრულად წაკითხვა