“ფეხებზეც არ მკიდია ღარიბაშვილებს და ლილუაშვილებს დაიჭერენე, ჭლიკვით დაკიდებენ და ისე გაატყავებენ, თუ “ბრასლეტს გაუკეთებენ!” – ნინო სტურუა

12 hours ago 5

ფაქტი უკვე დამდგარია და

და პირადად ჩემთვის,

“მთავარია ნაჭამი ვიყო” – ხართ ყველა, ვინც მხოლოდ დღეს “აღშფოთდით თუ შეშფოთდით” ამ ყველაფერზე.

არადა, სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ თვალს მოთხრიდით ნებისმიერს მათ დასაცავად.

ხოდა,

მართლა მესაცოდავებით, ვინც ამ დღეში ხართ, ვინც თვალს იბრმავებთ და გონს იჩლუნგებთ.

რამდენი ათასი ბავშვი შიმშილობს დღეს სეიფებში ოქროსზოდებიანი მინისტრების საქართველოში???!!!

რამდენ ბავშვს მისდის გული შიმშილით სკოლებში და რამდენისთვისაა ფუფუნება თუნდაც შოკოლადი???!!!

რამდენი წელი სჭირდება პენსიონერს, რიგითი დეპუტატის ერთი თვის ხელფასი რომ ააგროვოს???!!!

მთავრობის წევრები წლებია ხალხის მილიონებს ჭამენ, ქვეყანაში მილიარდები თეთრდება და დადამნაშავე, ოი საოცრებავ!

მხოლოდ ერთი სავალუტო “ბუტკის” მეპატრონეა

პოლიციამ შეიძლება დღეს დამნაშავე გაუშვას იმიტომ, რომ პოლიტიკურად “მისიანია” , სამაგიეროდ სტუდენტებს პენსიონერებს იჭერენ და თავებს უხეთქავენ

ხოდა, რატომ უკვირს და შეშფოთდება – აღშფოთდება მერე ვინმე, მეორე დღეს ზუსტად ეს “გაშვებული მისიანი” რომ გამოჭრის ყელს პოლიციელს და არა მარტო მას!!!

არავისთვის ახალი არ დამიწერია აქ არაფერი,

უბრალოდ, მიუხედავად იმ ცხოვრებისა და იმ უამრავი ბეწვის ხიდისა რაც გამოვიარე, მართლა არასოდეს, არასოდეს ისე არ შემშინებია როგორც ახლა!!!

18 წლიდან რომ დავიჭირე ხელში მიკროფონი, მას მერე, ჩემი ოჯახი ტელევიზორიდან იგებდა სოხუმში ვიყავი, ასლან აბაშიძის უშიშროებამ დამიჭირა, ცხინვალში გამკოჭეს, თუ რუსულმა ომონმა…

კოსოვო – ერაყშიც ნამყოფი ვარ ომების დროს და ის შენობაც აუფეთქებიათ, აი 2 საათის წინ რომ ვიჯექი.

აპაჩებით გარშემორტყმული ჩაბნელებული თვითმფრინავითაც მიფრენია და პირადადაც უსვრიათ , ოღონდ თბილისში და გადავრჩი მხოლოდ იმიტომ, რომ მოგრეხილი ვზივარ საჭესთან 

9 სანტიმეტრიან ქუსლებზეც მირბენია რიყიდან ორთაჭალამდე, დუჟმორეული სპეცნაზი მოგვსდევდა და იმიტომ…

კიდევ უამრვს დავწერდი, მაგრამ აქ ჩემი ბიოგრაფიის გამომზიურება ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს.

ესეც იმიტომ დავწერე, რომ მართლა ბევრი “ჰიჩკოკობა” მინახავს, ბევრჯერაც ნულიდან დამიწყია!

მაგრამ არასოდეს!

არასოდეს

არ მიგრძვნია თავი ისე დათრგუნულად როგორც ახლა.

და დიახ, სწორი სიტყვაა,

შემშინებია ისე, როგორც ახლა…

კი, ხვალინდელი დღის მეშინია ძალიან!

მეშინია, რომ ჩემი ანასტასია რამეს მთხოვს და ვერ გავუკეთებ კი არა, შეიძლება ისეთი დრო მოვიდეს, საჭმელიც ვერ ვუყიდო.

მეშინია დედას რომ წამალი, ექიმი დასჭირდეს და ვერ ვუზრუნველყო…

ამიტომ არის რომ ლამის ყოველ დღე ვლოცულობ, რომ ჩემმა ანასტასიამ, შენმა შვილმა, ვინც აი ამ ტექსტს კითხულობ და ვინც არ კითხულობ შენმაც, ყველას შვილებმა კარგ საქართველოში იცხოვრონ!!!

იცით როგორში?

აი რასაც შრომობს, იმის შესაბამისი ანაზღაურება რომ აქვს ყველას!

პოლიციაში დარეკვა იმედი რომ არის და არა საფრთხე!

მოსამართლის რომ სჯერათ!

სამართალი რომ არსებობს!!!

კანონი რომ ყველსთვის კანონია!

მღვდელს რომ ეჭვის თვალით არ უყურებ!

ბავშვებს რომ არ შიათ!!!!

შოკოლადი არ ენატრებათ!!!

მოხუცებს ღირსეული სიბერე რომ აქვთ და სითბო, საკვები არ ენატრებათ!!!

ქუჩაში რომ ამდენი გაუბედურებული ცხოველი არ იტანჯება….

იმდენი ჩამოვწერე და კიდევ იმდენია რაც არ დამიწერია.

და ვითომ ბევრს ვითხოვ?

არამგონია…

ეს ხომ ყველაფერი შესრულებადია, მთავარია მოვინდომოთ.

ერთხელ მაინც მოვინდომოთ ყველამ ერთად და მუდმივად ბელადებს მითხავებულები და “მესიების” მოლოდინში არ ვიყოთ…

ან არა და, მართლა ვეღარაფერს ვხვდები უკვე…

თუ მოვიდა დრო, მეც დავიჯერო, რომ მარტო 4 წელიწადში ერთხელ ჩამორიგებულ ხახვზე, კარტოფილზე და 150-200 ლარზე დავიყვანეთ ღმერთის მიერ ნაბოძები ეს ცხოვრება,

ავბარგდე და მეც გადავიკარგო სადმე შორს…

წარმოდგენაც კი არ მინდა ამის, არადა…

სრულად წაკითხვა