ფიზიკური დაპირისპირება მარნეულის ცენტრში – არასრულწლოვნის ცემაში საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილია მხილებული

3 hours ago 3

საკრებულოს მაღალჩინოსნის, რიჩარდ გიგანის შვილმა მაღაზიის არასრულწლოვანი კონსულტანტი სცემა. ანგარიშსწორებაში მამუკა გიგანია მხილებული. ინფორმაციას ამის შესახებ “პირველები” ავრცელებს.

ადგილობრივები “პირველებს” უყვებიან, რომ დანით შეიარაღებულია აგრესიული მამაკაცი პურ-ფუნთუშეულის მაღაზიაში დასაქმებულ ახალგაზრდას იმის გამო დაუპირისპირდა, რომ მან ქართული ენა არ იცოდა.

მთელი ღამე მარნეულის ცენტრი ხალხით, პოლიციით და საკრებულოს თანამშრომლებით იყო გადავსებული. ადგილზე იმყოფებოდა ადგილობრივი პოლიციის უფროსიც, რომელსაც ადგილობრივების თქმით, არანაირი რეაქცია არ ჰქონია და ამ დრომდე არ გადაუყვანია განყოფილებაში საკრებულოს მაღალჩინოსნის შვილი.

უბრალო ხალხი ერთი სილის გამო ათი წელი ციხეში ზის ნახე ეს ხელში დანა იქით აქეთ დადი არავინ არაფერს ეუბნება.  პოლიციის უფროს ხელი ჰკრა და არანაირი რეაქცია. ჩვენებს რომ გაეკეთეა ეგ წარმოიდგინეთ რა მოხდებოდა”, – ამბობს ადგილობრივი. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ “პირველებს” ცოტა ხნის წინ განუცხადა, რომ დაზარალებული არასწულრლოვანია, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში იკითხებოდა განყოფილებაში. გელაძის უწყების ინფრომაციით,ს წორედ მისის ჩვენების საფუძველზე აღიძრა საქმე 126-ე მუხლით, თუმცა, როგორც “პირველებისთვის” არის ცნობილი, გიგანისთვის ხელბორკილები ჯერ არ დაუდიათ.

სრულად წაკითხვა