ფილიპ კლოზი: “მინდა გამოვუცხადო ჩემი სრული მხარდაჭერა თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს”

2 hours ago 1

დღეს კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე, თბილისის მერობის საერთო კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, თაზო დათუნაშვილი, ბრიუსელის მერმა ფილიპ კლოზიმ მიიღო.
მაღალი დონის ორმხრივ შეხვედრაზე, თბილისი-ბრიუსელის სამომავლო პარტნიორობის დეტალები განხილეს, როგორც კულტურული, ისე ეკონომიკური თანამშრომლობის ფარგლებში, რაც ერთობილივი ინფრასტრუქტურული და საგანმანათლებლო პროექტების დაგეგმვა-განხორციელებას გულისხმობს.
ბრიუსელის მერს სტუმრებმა, საქართველოში წინასაარჩევნოდ არსებული მძიმე პოლიტიკური ვითარება გააცნეს. ფილიპ კლოზიმ თბილისის მერობის ერთიან კანდიდარს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში სრული მხარდაჭერა გამოუცხადა.

ფილიპ კლოზი, ბრიუსელის
მერი: „ჩვენ დღეს შევხვდით თბილისის მერობის კანდიდატს, ირაკლი კუპრაძეს. მე მინდა მას გამოვუცხადო სრული მხარდაჭერა, რადგან ჩვენ გვაკავშირებს ის საერთო ევროპული ღირებულები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, როგორც ევროპის დედაქალაქის მერისთვის“

(R)

სრულად წაკითხვა