“ფილმივით ამბავს გეტყვით” – აკა სინჯიკაშვილი

1 hour ago 2

2

ბლოგერი, აკა სინჯიკაშვილი:

ფილმივით ამბავს გეტყვით.
ერთი თვის წინ, ეს ორი ბავშვი დედამ თავისი ხელით მიიყვანა ბავშვთა სახლში და ჩააბარა.
ჩააბარა იმიტომ, რომ ერთ დღესაც ვერც საჭმელი აჭამა და ვერც ტანზე ჩააცვა ვერაფერი :/ ვერ გაუძლო გოგომ შიმშილს, სიცივეს, უდენობას, უფანჯრობას და ასე ფერმიხდილი შვილების ყურებას.

როგორი სიმწრით დატოვა საკუთარი შვილები და წამოვიდა მარტო, ხომ წარმოგიდგენიათ :/ გოგო მარტოხელაა, ძალადობის მსხვერპლი. მთელი ტანი დამწვარი აქვს, გაზის აფეთქებისგან.
გარდაეცვალა დედაც, მამაც და ორი ძმაც. უკლებლად ყველა საშინელება ნანახი აქვს ცხოვრებაში,
მაგრამ არაფრით არ შეეგუა შვილების დაკარგვას.

მათი სიყვარულით, მართლა უკანასკნელი ძალა მოიკრიბა, სამასი ლარი ისესხა, ერთი ოთახი იქირავა და სამი დღის წინ შვილები ისევ წამოიყვანა სახლში
უკარგესი ადამიანი დამიკავშირდა და მომიყვა ეს ამბავი. დღეს ვნახე სამივე, მარგალიტებს ჰგვანან, ისეთი ლამაზები არიან .

არაფერი აბადიათ, მაგრამ ერთმანეთი ჰყავთ და როგორ ეფერებიან ერთმანეთს, ამათთან ერთად ვტირი მთელი დღეა გეფიცებით. ამდენ უბედურებაში, ამდენი სიკეთე, წესიერება და სითბო როგორ შეინახეს გულებში, აი მართლა არ ვიცი.ეს სამნი რომ არიან მარტოები ამ სამყაროში…
ყველა მომეხმარეთ, ვისაც შეგიძლიათ. უნდა შევუნარჩუნოთ სახლი, შევუქმნათ ყველა პირობა. ბავშვებმა უნდა იარონ სკოლაში და რაც მთავარია, დედასთან ჩახუტებულებს უნდა ეძინოთ.
ყველაფერი გამოგვივა
ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ –
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი
#GE35BG0000000144817300
აკაკი სინჯიკაშვილი
თიბისიბანკი
#GE90TB7603845061100016
PayPal – [email protected]
უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili
#სიკეთეგადამდებია

სრულად წაკითხვა