WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

19

ფინეთის პრეზიდენტმა ალექსანდერ სტუბმა ილონ მასკს მოუწოდა, უკრაინას Starlink-ის გამოყენების შესაძლებლობა მისცეს რუსეთის იმ ტერიტორიებზე, სადაც ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებია განთავსებული. ამის შესახებ სტუბმა 24 სექტემბერს ნიუ-იორკში Reuters-თან ინტერვიუში ისაუბრა.

“ილონ მასკს ვთხოვ, უკრაინელებს Starlink-ის სტრატეგიული მიზნებით გამოყენების შესაძლებლობა მისცეს იმ ტერიტორიებზე, სადაც ბალისტიკური რაკეტების გამშვები დანადგარებია – როგორც უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე რუსეთში. ეს ადამიანების სიცოცხლეს გადაარჩენდა.” – თქვა სტუბმა.

Starlink უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე ამჟამად ხელმისაწვდომი არ არის. .