გუშინ, 21:00 საათზე ფიფას საკონტინენტთაშორისო თასის ფინალური შეხვედრა მადრიდის რეალსა და მექსიკურ პაჩუკას შორის გაიმართა.
როგორც მოსალოდნელი იყო, კარლო ანჩელოტის გუნდმა შეხვედრა დიდი უპირატესობით წარმართა და მეტოქეს 3:0 აჯობა.
მადრიდელთა მხრიდან თავის გამოჩენა ძირითადი შემადგენლობის სამივე შემტევმა შეძლო (კილიან მბაპე, ვინისიუს ჟუნიორი, როდრიგო გოესი).