WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

7

ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი, ირაკლი ტაბლიაშვილი:

რა მოხდა ფორმულას შენობაში.

ხანძარი გაჩნდა მე-4 ან მე-5 სართულის ე.წ. შახტაში… აალდა!

ხანძარმა ან, მინიმუმ კვამლმა ააღწია ფორმულას სართულებამდე (მე-10; მე-15; მე-17 და მე-18 სართულები)

მე-10 და მე-15 სართულებიდან თანამშრომლებმა შედარებით იოლად გამოაღწიეს!

გართულდა მე-17 და მე-18 სართულებზე მყოფი თანამშრომლების – 22 პირის ევაკუაცია.

კიბეს ისინი ვერ ჩამოუყვნენ დიდი კვამლის გამო! შესაბამისად, თავი მოიყარეს მე-17 სართულზე.

სახანძრო-სამაშველო სამსახური ოპერატიულად და პროფესიონალურად მოქმედებდა (მცირე ხარვეზებზე არ ვამახვილებთ ყურადღებას).

გადაწყდა თანამშრომლების გამოყვანა შენობის კიბის გამოყენებით!

ყველა თანამშრომელი გამოიყვანეს!

სავარაუდოდ, ყველა მათგანს შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა დასჭირდება. აუცილებელია, შემოწმდეს, ხომ არ აქვთ მხუთავი აირით (Carbon Monoxide — CO) მოწამვლის ნიშნები.

ფორმულას თანამშრომლების შემართება ცალკე აღნიშვნის ღირსია.

მადლობასათქმელები არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ძალიან მალე გაჩდნენ ტელევიზიასთან!

შენობასთან ფორმულას აწ უკვე ყოფილი თანამშრომლებიც რომ მივიდნენ, მადასტურებელია, რომ ყოფილი ფორმულელი არ არსებობს!

თავდაპირველად გავრცელდა ცნობა, რომ დამწვარი იყო კაბელები და ცალკეული ტექნიკური მოწყობილობები! დაზუსტებით ვერ გეტყვით, რა განადგურდა და შეუშლის თუ არა ეს ხელს მაუწყებლობის განახლებას!

ამ შენობაში რამდენიმე სხვა კომპანიის ოფისიცაა! გარდა ამისა, არის თავად შენობის ადმინისტრაციის ოფისიც! ყველამ უვნებლად გამოაღწია!

ფიქრი, რომ ეს იყო დივერსია, ლეგიტიმურია!.. დადასტურებით ამის თქმა ძნელია!

ძირს რუსეთის დამპალი იმპერია!