1
ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი:
,,შეხვედრიდან გამოსული ზოგიერთი “ბიზნესმენის” ხმაში აშკარად შინაგანი შფოთი იგრძნობოდა. ძველებულად ომახიანად ვეღარ გვმოძღვრავდნენ.
ახლა მათი მთავარი საფიქრალი საკუთარი თავი და ბიზნესებია. ხმამაღლა ამას არ იტყვიან, მაგრამ ისე კი ფიქრობენ, რომ თუ მთავარი პოლიციელი ვერ დაიცვა იმ ჯოჯოხეთურ სიაში მოხვედრისგან, ჩვენ როგორ დაგვიცავსო (არადა იქ მოხვედრის შემთხვევაში ყველაფერი თავზე დაემხობათ, რასაც წლებია აშენებდნენ)?!
ეს შინაგანი ხმა რომ უფრო გაძლიერდეს და საბოლოოდ სისტემა ჩამოიშალოს, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დასანქციების პროცესის გაგრძელება.
პარალელურად, შიდა პროტესტებიც უნდა გაგრძელდეს.
ამ შემთხვევაში ორივე გვაქვს და თან მზარდი.
ასე რომ ვიბრძოლოთ და ყველაფერი კარგად იქნება.
გავიმარჯვებთ სახელოვნად!”