ირაკლი კობახიძე აღიარებს, რომ სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა რეალურად ფორმალური და ფიქტიური იყო. ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ლიდერმა მედიასთან საუბრისას განაცხადა.
კობახიძის განმარტებით, საუბარია დაახლოებით 29 ათას ადამიანზე, რომლებიც, მისი თქმით, „ფიქტიურად იყვნენ დასაქმებულები“.
მისი განცხადებით, სწორედ ამ პროგრამის გაუქმებამ გამოიწვია დასაქმებულთა რაოდენობის ფორმალური შემცირება.
ეს შემცირება არის მთლიანად ფორმალური და ამას აქვს ერთი კონკრეტული მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ არსებობდა სოციალური დახმარების ჩანავლების პროგრამა და 30 ათასი ადამიანი იყო რეალურად, შეიძლება ითქვას, ფიქტიურად დასაქმებული. სინამდვილეში, ისინი ითვლებოდნენ დასაქმებულად, მაგრამ იღებდნენ სინამდვილეში ისევ სოციალურ დახმარებას. ასეთი იყო, თუ არ ვცდები, 29 ათასზე მეტი ადამიანი. ეს პროგრამა გაუქმდა, რაც აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო, იმიტომ, რომ ფიქტიური იყო და ამან გამოიწვია ფორმალურად, დაახლოებით 29 ათასით დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება. რეალურად, დასაქმებულთა რაოდენობა იზრდება. მხოლოდ ეს კონკრეტული ფაქტორი განაპირობებს ფორმალურ შემცირებას. გავაუქმეთ უსარგებლო პროგრამა და ამით ფორმალურად სემცირდა 29 ათასით დასაქმებულტა მაჩვენებელი, – განაცხადა კობახიძემ.

1 hour ago
1







English (US) ·
Georgian (GE) ·