WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

"გამოძიება ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, დამამძიმებელ გარემოებაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს" - უთხრეს რადიო თავისუფლებას შსს-ს პრესსამსახურში.

შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟს ქალი უკვე გარდაცვლილი დახვდათ - კაცი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.

წლების მიხედვით, საქართველოში, ფემიციდის სტატისტიკის დინამიკა აჩვენებს, რომ 2014 წლიდან 2024 წლამდე, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი იყო 2019 წელს - ფემიციდის 15 შემთხვევა, 2014 წელს – 33. სხვა წლებში ეს რიცხვი ხან მცირედ იკლებდა, ხან იმატებდა. მაგალითად, 2020-ში იყო ფემიციდის 20 შემთხვევა, 2021-ში -18, 2022-ში კი - 22.