WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817
Posted inახალი ამბები

19.11.202619.11.2026

ბათუმელები/ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააპატიმრეს. ბათუმელები/ნეტგაზეთი, როგორც დამოუკიდებელი და გავლენებისგან თავისუფალი მედიასაშუალება, რომელიც მზია ამაღლობელმა 2001 წელს დააფუძნა, მიიჩნევს, რომ ის არის რუსული რეჟიმის სინდისის პატიმარი, არ აპირებს შეგუებას, ითხოვს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას და აგრძელებს ბრძოლას სიტყვის თავისუფლებისთვის.

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ კორპუსიდან 3 დაშავებული ადამიანი, კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს. მაშველები მუშაობას აგრძელებენ.

ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში კიდევ არიან მოყოლილი ადამიანები, მათ შორის ბავშვები. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ამ ეტაპზე ამ ინფორმაციას ვერ ადასტურებენ.

აფეთქება ე.წ. ხრუშჩოვკის ტიპის კორპუსში მოხდა. მიზეზი დადგენილი არ არის, თუმცა ვარაუდობენ გაზის გაჟონვას.

ფოტო © ტელეკომპანია “პირველი”