WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

17

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის გამო  ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო – ამის შესახებ ინფორმაცია საღამოს ორგანიზატორებმა გაავრცელეს.

ფონიჭალაში მომხდარი ტრაგედიის ფონზე, როდესაც ადამიანებმა სიცოცხლე დაკარგეს და ოჯახები უმძიმეს წუთებს გადიან, ჩვენთვის რთულია მუსიკალური საღამოს ჩატარება.

მივიღეთ რთული გადაწყვეტილება. დღეს დაგეგმილი ირაკლი ჩარკვიანის საღამო „ისტორიას დარჩება“ გადაიდო რამდენიმე კვირით. 

ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ დაღუპულთა გამო და ვუსამძიმრებთ მათი ოჯახის წევრებს, ახლობლებს და მთელს საზოგადოებას. 

მადლობა გაგებისთვის. – წერია განცხადებაში.