1
ფორმულას ინფორმაციით, სტრასბურგის სასამართლომ ფორმულას დამფუძნებლისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ აღძრულ ე.წ. წვრთნების საქმეზე სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა დაადგინა, კერძოდ, სასამართლოს მიუკერძოებლობის ნაწილში.
გადაწყვეტილების თანახმად, სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა: კონვენციის მეექვსე მუხლის პირველი პუნქტის დარღვევა ობიექტური [სასამართლოს] მიუკერძოებლობის ნაკლებობაზე.
დავით კეზერაშვილმა სარჩელით სტრასბურგის სასამართლოს 2022 წლის 17 თებერვალს მიმართა. საბოლოო გადაწყვეტილება დიდმა პალატამ 7 მოსამართლის თანხმობით გამოიტანა.
- ლაპარაკია ე.წ. წვრთნების საქმეზე – პროკურატურამ თავდაცვის ყოფილ მინისტრს ბრალი ერთ-ერთ საწვრთნელ პროექტში 5 მილიონ 60 ათასი ევროს გაფლანგვაში დასდო, თუმცა პირველ ეტაპზე უშედეგოდ – გამოძიებამ ბრალის დამტკიცება ვერ შეძლო. ე.წ. წვრთნების საქმეზე ბოლო გამამართლებელი განაჩენი თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2017 წელს გამოაცხადა, თუმცა მოგვიანებით, 2021 წელს საქმე ხელახალ წარმოებაში შევიდა. სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში ჩატარდა და ორივე ინსტანციამ კეზერაშვილს 5 მილიონი ევროს გადახდა დააკისრა.