(ფოტო) – “და ამის მერე გიკვირთ ბატონო ბიძინა, რომ გწყევლიან? ღმერთის გეშინოდეთ” – ლიკა ბასილაია–შავგულიძე

1 hour ago 3

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრი, ლიკა ბასილაია–შავგულიძე, სოციალურ ქსელში აქვეყნებს პოლიტიკოს ზურა ჯაფარიძის ფოტოს, ოჯახთან ერთად გადაღებულს და წერს:

იმ დღეს შაბათის მარშზე მივდივარ და უცებ ჩემს წინ მარჯვენა რიგში ვხედავ ზურა ჯაფარიძეს, გადმოვედი სასწრაფოდ მის მხარეს, ჩავუდექი უკან და ველოდები მომენტს, რომ დაველაპარაკო, რაღაცები მაინტერესებს გამოვკითხო მის ამბავზეც და ზოგადადაც. გავჩერდი და ახლა მინდა გადმოგცეთ რაც დავინახე და რაც ვიგრძენი ამის დანახვაზე:

ზურა არ მიდის მარტო, მის გვერდით მისი მეუღლეა , ნატა ქორიძე, ხელკავი აქვს გაკეთებული ზურაზე, რაღაცაზე ლაპარაკობენ და ვხედავ როგორ უყურებს ნატა ქმარს, როგორ უყურებს თვალებში როგორ ეკვრის მისი ხელი ზურას ხელს. უკან მოდის მათი ბავშვი, ძალიან საყვარელი გოგო, ზურას ჰგავს, ქერა გრძელი თმებით. გაზრდილა, ალბათ იცის, რომ ბიძინა ივანიშვილი მისი მამის კვლავ ჩასმას აპირებს ციხეში, მისგან მოწყვეტას, სრულიად აბსურდული ბრალდებით, ოფიციალური ბრალი ხომ სიგიჟეა და ის, რაც მის უკან სინამდვილეში დევს ხომ მითუმეტეს! ოპონენტებს იცილებს, ცნობადს, ბევრი ადამიანისთვის სასურველ ალტერნატივას იცილებს ბიძინა ივანიშვილი, ვინც ბევრი ხმა აიღო არჩევნებში, იმათ ერჩის.

ისევ ნატას ვუყურებ და მთელი გულით განვიცდი, რის გავლა უწევს ამ ოჯახს, რის გამო?! რომ ბიძინა ივანიშვილმა ასე “ინება”? და ამის მერე გიკვირთ ბატონო ბიძინა, რომ გწყევლიან? ღმერთის გეშინოდეთ, გეშინოდეთ ყველას, ვინც გეგმავთ ბიძინა ივანიშვილის სურვილი – მოიშოროს სრულიად უდანაშაულო ადამიანები გზიდან, სისრულეში მოიყვანოთ. არ დარჩება ეს უსამართლობა მოუკითხავი. დაუტოვეთ მამები და დედები შვილებს! გაათავისუფლეთ დატყვევებული ახალგაზრდები! რუსეთი არ არის საუკეთესო პოზიციაში, უფრო მეტიც, მთელი ძლევამოსილი დასავლური ცივილიზაცია ებრძვის მას და დააჩოქებს. არც ირანი გიშველით, არც ჩინეთი, არც ღმერთი, არც ეშმაკი, როცა დაიწყება საქართველოს დეოკუპაცია და ამდენი ბოროტებისთვის მოგიწევთ, ბატონო ბიძინა, პასუხი აგოთ და ეს იქნება წყევლაზე უარესი.

პ.ს. არ მივედი ზურასთან, არ შევაწუხე ისე იყვნენ, მხოლოდ ერთად, ერთმანეთით.

სრულად წაკითხვა