ფოტოგრაფს, რომელიც ევროპულ აქციებს აშუქებს, ნიღბიანები თავს დაესხნენ

12 hours ago 1

4

Girchi TV -ის ფოტოგრაფი, გიორგი მოსიაშვილი წერს, რომ ნიღბიანები თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ.

მოსიაშვილი აღნიშნავს, რომ მას თავადასმსხმელებმა სახელით მიმართეს და უთხრეს: “ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო”

“ქუჩაში დამხვდა ვიღაც ნიღბიანი.
უკაცრავად, შენ მოსე არ ხარ? ( აქ მივხვდი, რომ რაღაც ისე ვერ იყო) დიახ – ვპასუხობ.
ხოდა ახლა გადაიღე ხალხმრავალი ფოტოებიო და გამომიქანა. ავიცილე, ერთი მოვარტყი და გაიქცა.
კარგად ვარ”- წერს  ფოტოგრაფი. 

სრულად წაკითხვა