ფოტოები”საბერიოში დაღუპული 5 ბავშვის მშობლებს, ზუგდიდში სახლი აჩუქეს..” – რა ინფორმაცია გავრცელდა ცოტა ხნის წინ?

4 hours ago 1

ფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა, დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში ხან­ძრის შე­დე­გად და­ღუ­პუ­ლი ბავ­შვე­ბის მშობ­ლებს, სახ­ლი გა­დას­ცა. ინ­ფორ­მა­ცი­ას აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბა ავ­რცე­ლებს.

მათი ცნო­ბით, ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვი­ლი ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯა­ხის წევ­რებს პი­რა­დად შეხ­ვდა, კი­დევ ერთხელ მი­უ­სამ­ძიმ­რა და თა­ნად­გო­მა გა­მო­უ­ცხა­და. შეხ­ვედ­რა­ზე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის რე­გი­ო­ნის სა­ხელ­მწი­ფო რწმუ­ნე­ბუ­ლი და­ვით ვე­რა­ვა, სა­ქარ­თვე­ლოს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტო­რი­ე­ბი­დან დევ­ნილ­თა, შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი დაც­ვის მი­ნის­ტრის მრჩე­ვე­ლი მა­მუ­კა ცოტ­ნი­აშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბიც იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.
„უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია ამ ახალ­გაზ­რდა ოჯა­ხის მი­მართ ჩვე­ნი თა­ნად­გო­მა და ყუ­რა­დღე­ბა. მომ­ხდა­რი ფაქ­ტი არა­მარ­ტო ამ ოჯა­ხის, არა­მედ მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ტკი­ვი­ლი და ტრა­გე­დი­აა. ყვე­ლას კარ­გად გვახ­სოვს, იმ მძი­მე დღე­ებ­მა რო­გორ გაგ­ვა­ერ­თი­ა­ნა ჩვენ აფხაზ და-ძმებ­თან და დღე­ვან­დე­ლი დღეც ამ ერ­თო­ბის ერ­თგვა­რი გაგ­რძე­ლე­ბაა.

მინ­და ვი­სარ­გებ­ლო შემ­თხვე­ვით და მად­ლო­ბა გა­და­ვუ­ხა­დო პრე­მი­ერ-მი­ნისტრს, ბა­ტონ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძეს და ჯან­დაც­ვის მი­ნისტრს, ბა­ტონ მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძეს ამ პრო­ცეს­ში თა­ნა­მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სა და მხარ­და­ჭე­რის­თვის“, – გა­ნა­ცხა­და ლე­ვან მგა­ლობ­ლიშ­ვილ­მა.

მა­თი­ვე ინ­ფორ­მა­ცი­ით, სახ­ლის შე­ძე­ნა ზუგ­დი­დის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ კოკ­ში, აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის, ცენ­ტრა­ლუ­რი და ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ერ­თობ­ლი­ვი ჩარ­თუ­ლო­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და. ასე­ვე კერ­ძო კომ­პა­ნი­ე­ბის მხარ­და­ჭე­რით და­ზა­რა­ლე­ბულ ოჯახს სა­ო­ჯა­ხო ტექ­ნი­კა გა­და­ე­ცა.

სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, ჭო­ლა­რი­ე­ბის ოჯახ­ში ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვა მიმ­დი­ნა­რე წლის 5 იან­ვარს მოხ­და. დრო­ე­ბით ოკუ­პი­რე­ბუ­ლი გა­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სა­ბე­რი­ო­ში, სახ­ლში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს 5 მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვის სი­ცო­ცხლე ემსხვერ­პლა“, – ნათ­ქვა­მია ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

სრულად წაკითხვა