ფრონტზე, რუსული ძალების სამიზნე დასავლური შეიარაღებაა

1 week ago 10

რუსულმა ჯარებმა, უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში, 1000 კმ-იან ფრონტზე, სახმელეთო თავდასხმები გააძლიერა. მიმომხილველთა განცხადებით, ეს საფრთხეს უქმნის დონეცკის იმ დიდ ქალაქებს, რომელსაც რუსეთის ორწლიანი სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, ჯერ კიდევ კიევი აკონტროლებს.

საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ჟურნალისტი, რომელიც უკაინის 43-ე საარტილერიო ბრიგადას ეწვია ამბობს, რომ ბრძოლის ველზე სამქმედოდ, უკრაინის ძალებისთვის გერმანიის მიერ მიწოდებულ ჰაუბიცებს, რამდენიმე წუთი აქვს. მისი აღწერით, უკრაინელ ჯარისკაცებს, ჰაუბიციდან გასროლის შემდეგ, მისი საფარქვეშ დამალვა სჭირდებათ, რათა თავიდან აიცილონ რუსული ძალების მეთვალყურეობა ციდან. „როიტერის“ მონათხრობით, „უკრაინულ საარტილერიო დანაყოფებს, რუსულ თვითმფრინავებთან კატა-თაგვობანას თამაში უწევთ“, რადგან, რუსული ძალებს სამიზნე, უკრაინისთვის დასავლეთის მიერ მიწოდებული ძვირადღირებული იარაღია.

„თავდასხმები აქამდეც იყო, მაგრამ არა ამ რაოდენობით. ახლა ეს მართლა საშიშია“, - ამბობს „როიტერთან“ საუბრისას, უკრაინელი სამხედრო მეთაური „ლიოვა“.

ლიოვა, რომელიც დასავლეთ უკრაინიდანაა, ამბობს, რომ მის ქვედანაყოფი, რუსული მაღატექნოლოგიური თავდასხმითი დრონების, „ლანცეტის“ პირდაპირი სამიზნე გახდა, თუმცა გერმანული თვითმავალი საარტილერიო დანადგარის, Panzerhaubitze 2000-ის ჯავშინის წყალობით, ეკიპაჟის წევრები ფაქტობრივად უვნებლად გადარჩნენ.

საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) უფროსი თანამშრომელის, რობ ლის თქმით, მტრის სათვალთვალო თვითმფრინავები ხშირად უფრო დიდ რისკს უქმნის უკრაინის საარტილერიო დანაყოფებს, ვიდრე რუსული კონტრ-ბატარეის რადარები.

რუსული დრონების მოქმედებების დასაბლოკად, უკრაინელი ჯარისკაცები და მაღალი რანგის ოფიციალური პირები, ელექტრონული ომის მეტ სისტემებს ითხოვენ. დასავლეთის მიერ მიწოდებული არტილერია, როგორიცაა Panzerhaubitze 2000, მოსკოვის პრიორიტეტული სამიზნეა, რომელმაც პირობა დადო, რომ თავდასხმებს ამგვარ იარაღზე მიმართავს.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გასულ თვეში განაცხადა, რომ მოსკოვი გააძლიერებს დარტყმებს უკრაინის საწყობებზე, სადაც განთავსებულია დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი.

სრულად წაკითხვა