ფსბ: ბრიანსკის ოლქში დატყვევებულია სამი უკრაინელი სპეცრაზმელი

3 days ago 2

რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა (ფსბ) განაცხადა, რომ ბრიანსკის ოლქში დატყვევებულია სამი უკრაინელი სპეცრაზმელი. იტყობინებიან, რომ ისინი სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე დივერსიას ამზადებდნენ. კიდევ სამი ადამიანი მოკლულია.

რუსეთის სახელმწიფო არხმა RT-მ გაავრცელა სამი უკრაინელის ტყეში დაკითხვის ვიდეო, რომელშიც ისინი თავიანთ სახელებსა და დაბადების თარიღებს ასახელებენ და აცხადებენ, რომ მსახურობენ კროპივნიცკში (ყოფილი კიროვოგრადი) ბაზირებულ სპეციალური დანიშნულების მე-3 ცალკეულ პოლკში. მათ მიერ მოწოდებული მონაცემების ნამდვილობა ამ ცნობის გამოქვეყნების დროისთვის დამოუკიდებლად არ დადასტურებულა. დაკითხულთაგან ერთ-ერთი დაჭრილია, ვიდეოჩანაწერში ჩანს მოკლულთა ცხედრები.

ფსბ-მ დატყვევებული მამაკაცების წინააღმდეგ არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის შესახებ განაცხადა, მათ შორის დივერსიის მომზადების, იარაღით უკანონო ვაჭრობის და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის სიცოცხლის მოსპობის მცდელობის შესახებ. საერთაშორისო სამართალი კრძალავს სამხედრო ტყვეების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას სამხედრო მოქმედებებში უშუალოდ მონაწილეობისთვის.

სრულად წაკითხვა