ანალიტიკოსი გია აბაშიძე ნეგატიური შეფასებებით და კონკრეტული მინიშნებებით ეხმაურება უნგრეთის მთავრობის გადაწყვეტილებას სამხრეთ კავკასიის 2 ქვეყნის მოქალაქეებისთვის სამუშაო ვიზების გაცემა შეუწყვიტასთან დაკავშირებით:
“ფსევდოლიბერალების ფავორიტი პეტერ მადიარი ევროკრატიის მიგრაციის პაქტზე თანახმაა, მაგრამ სამუშაო ვიზების გაცემა შეუწყვიტა საქართველოს, სომხეთისა და ფილიპინების მოქალაქეებს.
ეტყობა, სამხრეთ კავკასიიდან ისე “წავლეკეთ” მიგრაციაზე მკაცრი უნგრეთი ორბანის დროს, რომ ე.წ. “საშველი” აღარ იყო.
პრემიერ მადიარის ამ გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეები ვეღარ მიიღებენ ახალ სამუშაო ვიზებს, თუმცა უნგრეთში მყოფი მუშაკების სტატუსი ავტომატურად არ უქმდება.
“ნაცბაბლის” ორკესტრირებული რეაქცია ჯერ არ მინახავს – “ქართული ოცნების” ბრალია, ვიქტორ ორბანის თუ რადგან სააკაშვილია ე.წ. “პოლტპატიმარი”?
საინტერესოა, რას ერჩოდა უნგრეთის ახალი პროევროპული მთავრობა ევროინტეგრაციის გზაზე დამდგარ სომხეთს?..“, – წერს გია აბაშიძე.

8 hours ago
2







English (US) ·
Georgian (GE) ·