როგორც Al Raya-მ დაწერა, კატარმა ხორვატიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელთან, ზლატკო დალიჩთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ შეთანხმებას მიაღწია.
მიუხედავად იმისა, რომ დალიჩი ჯერ კიდევ სამშობლოში მუშაობს, იწერება, რომ სარფიანი წინადადების სანაცვლოდ ზლატკო კატარის ნაკრებს ჩაიბარებს.
სათქმელია ისიც, რომ ხორვატიის ფეხბურთის ფედერაციაში ჯერჯერობით ყველაფერს უარყოფენ და ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ აქვთ.
შეგახსენებთ, რომ ზლატკო დალიჩმა ხორვატიას 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალი ათამაშა, 2022-ში კი ხორვატები ნახევარფინალში გავიდნენ.