WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

41

ბიზნესმენი და „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ვალერი გელაშვილი მისთვის დაკისრებულ 5 მილიონიან გადასახადს მამუკა მდინარაძეს უკავშირებს. გელაშვილი „ტვ პირველთან“ ფულის გათეთრებას უარყოფს და მის წინააღმდეგ დაწყებულ პროცესს „მდინარაძის ხუშტურებს“ უწოდებს. მისი თქმით, თავდაპირველად დავის გაგრძელებას და ბოლომდე ბრძოლას აპირებდა, თუმცა საბოლოოდ შეთანხმება და თანხის გადახდა არჩია:

„მე კანონი არ დამირღვევია, მე ეს შევაფასე სამხარაულში წლების წინ რა ღირდა და იმით ვიხილე. მერე ახალ წელს გამომიგზავნეს, ახალი წლის წინა დღეებში შემოწმება შემოვიდა და ასე თუ ისე ვარჩიე, რომ შეთანხმებაზე წავსულიყავი, თორემ მე ამ პროცესს არ ვაპირებდი და ბრძოლას ვაპირებდი ბოლომდე, დავებშიც ვიყავი, მაგრამ არ ვიცი… არა ( არ იყო ფულის გათეთრება), ვისაც უნდა “შევესპორები”, ამაზე აუდიტიებიც მყავდა და ეს იყო არასწორი. ეგ იყო მდინარაძის ხუშტურები. სანამ გაუშვეს, მე უკვე ჯარიმა დამადებინეს, ყველაფერი არ ითქმევა, თქვენც იცით და მეც ვიცი.

ორი წელიწადია იქ ვცხოვრობ (ვენესუელაში), ვისვენებ, არავინ მაწუხებს“

საქმე ეხება ვაჟა ფშაველას გამზირის ბოლოს მდებარე ცათამბჯენს, 2021 წელს ვალერი გელაშვილმა გადაწყვიტა, რომ კომპანიიდან, რომელიც აღნიშნული კორპუსის მშენებელია, წილი გამოესყიდა. მეწილეც იყო “ოცნების” ორგზის დეპუტატი ლერი ხაბელოვი.