ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს მორიგი საინტერესო მასალა საქართველოს ფაუნის საინტერესო წარმომადგენელზე – ფუღუ (Suncus etruscus):
🟢❓ იცით თუ არა, რომ დედამიწაზე ყველაზე პატარა ძუძუმწოვარი ცხოველი ფუღუ (Suncus etruscus) საქართველოშიც ბინადრობს?
ეს მწერიჭამია არსება იმდენად პატარაა, რომ მისი წონა სულ რაღაც 1.5-2 გრამია, ხოლო სხეულის სიგრძე 3.5-დან 5 სანტიმეტრამდე.
ფუღუს იმდენად სწრაფი მეტაბოლიზმი აქვს, რომ დღე-ღამეში საკუთარ წონაზე 1.5–2-ჯერ მეტი საკვების მიღება სჭირდება. საკვების გარეშე ის დარჩენას რამდენიმე საათსაც კი ვერ უძლებს.
ის ძირითადად მწერებით, ხჭოებითა და ჭიაყელებით იკვებება. ჩამოცვენილ ფოთლებში ქექვისას მიწისცხვირა უამრავ მავნებელს ანადგურებს და ეკოსისტემის წონასწორობას ინარჩუნებს.
ფუღუები „ოჯახურ ქარავნებს“ ქმნიან. დედალი მიწისცხვირა ბალახისგან სფეროსებრ ბუდეს აშენებს. როცა პატარები იზრდებიან და გარემოს შეცნობას იწყებენ, ყოველი ნაშიერი პირით წინა ძმის ან დის კუდს ეჭიდება, პირველი კი დედას მიჰყვება.
paraleli პოლიტიკა