“ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში” – ირაკლი ზარქუა

8 hours ago 3

საქართველოს მე-5 პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ ბოლოდროინდელ განცხადებებს, სადაც იგი კრიტიკულ შეფასებებს აძლევს მმართველი გუნდის საქმიანობას/ქმედებებს მწვავე, მძიმე შეფასებებით ეხმაურება “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა:

სალომე… რა გვარია, დამავიწყდა… ქალბატონი ზურაბიშვილი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი და სამარცხვინო პრეზიდენტი იყო საქართველოს ისტორიაში. ის, რაც ამ ქალისგან ველოდებით, მათ შორის, როგორ ცდილობს, გააშავოს ეს ქვეყანა, როგორ ცდილობს, რადიკალებს რაღაცნაირად მხარდაჭერა აღუთქვას და ამას ისე უსუსურად, უარგუმენტოდ აკეთებს…

ბოლოსდაბოლოს, შენი ქვეყნის პრეზიდენტი იყავი, მმართველმა პარტიამ დიდი ძალისხმევით აგირჩიათ და მაინც აგრძელებთ საკუთარი ქვეყნის გაშავებას და დამუნათებას, მათ შორის, საერთაშორისო ასპარეზზე – უარგუმენტოდ და სიცრუის მოხმობით…

ახლა უკვე, რომ გაამართლოს ეს ტრაგედიები, რაც მოხდა – ახალგაზრდები როგორ ჩაითრიეს ამ თემაში და სისხლის სამართლის დანაშაული ჩაადენინეს; იმის მაგივრად, რომ გამოვიდეს და დაგმოს, თქვას, რომ ეს მიუღებელია, არ უნდა გაეკეთებინათ, ვინც ეს გააკეთა არის ქვეყნის მტერი, გამოვიდა და ღობე იყო სუსტიო, ამიტომ არის გონივრული ეჭვი, რომ ეს შეგნებულად გაკეთდაო

ამას რომ იტყვის ქალბატონი, რომელიც იყავი ამ ქვეყნის პრეზიდენტად, არ არის ღირსი, რომ კომენტარი გავაკეთოთ ამ ქალბატონზე…“, – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

სრულად წაკითხვა