ქალთა საპროტესტო მოძრაობა ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას მიმართავს

1 day ago 5

ქალთა საპროტესტო მოძრაობა „300 ქალის“ წევრები დაკავებული მასწავლებლის, ნინო დათაშვილის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით პროკურატურას განცხადებით მიმართავენ.

დოკუმენტს, რომელსაც 300-ზე მეტი ქალი აწერს ხელს, გვარაკიძის უწყებაში რამდენიმე წუთში შეიტანენ.

თეონა ჭალიძის თქმით, დათაშვილის ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ამიტომ აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა, აუცილებლად უნდა შეიცვალოს შედარებით მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით.

ქალები სოლიდარობას ვუცხადებთ მასწავლებელ ნინო დათაშვილს და დღეს, მივმართავთ პროკურატურას განცხადებით, რომელსაც 300-ზე მეტი ქალი აწერს ხელს და მოვითხოვთ, რომ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეიცვალოს უფრო მსუბუქი აღკვეთის ღონისძიებით. კერძოდ, ნინო დათაშვილს შეეფარდოს გირაო, ვინაიდან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე. ნინოს სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ვერავინ ვეღარ დაუბრუნებს. სწორედ ამიტომ, პროკურატურას მივმართავთ და მოვითხოვთ, რომ შეიცვალოს აღკვეთის ღონისძიება გირაოთი”, – ამბობს თეონა ჭალაძე.

ნინო დათაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესს დღეს ვერ დაესწრება – დაპატიმრებული მასწავლების მდგომარეოება საპატიმროში იმდენად დამძიმდა, რომ მისი ეტაპირება პროცესზე ეტლითაც კი შეუძლებელია. საგანგაშო ინფორმაციას ოჯახი და ადვოკატები ავრცელებენ.

სრულად წაკითხვა