ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი

2 weeks ago 18

ქალი, რომელიც სპეცრაზმელების კორდონმა შეითრია, ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი.

ზაჰესის წინასწარი დაკავების იზოლატორში მოინახულა ადვოკატმა ლაშა ტყეშელაძემ 3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველზე დაკავებული ნანა ტომარაძე.

ნანა ტომარაძე სპეცდანიშნულების რაზმებმა მას შემდეგ შეითრიეს კორდონში, რაც მან ფეხი დაარტყა სპეცრაზმელის ფარს. მედიაში მალევე გავრცელდა ეს კადრები:

„თავს ნორმალურად გრძნობს. ამბობს, რომ მისთვის სპეცრაზმელებს ხელი არ დაუკავებიათ. მხოლოდ ვიდეოებს მიღებდნენ და რაღაცებს მეკითხებოდნენ, მაგრამ იმდენად აღელვებული ვიყავი, რომ არც მახსოვს, რას მეკითხებოდნენო“, - ეუბნება ლაშა ტყეშელაძე რადიო თავისუფლებას.

ნანა ტომარაძეს სამართალდამცავები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ლაშა ტყეშელაძე ამბობს, რომ მისთვის უცნობის, როდის ჩატარდება ნანა ტომარაძის სასამართლო სხდომა.

3 დეკემბრის ღამეს, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციის დაშლისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით 36 დემონსტრანტია დაკავებული. 28 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით, 260 დემონსტრანტია დაკავებული. მათ ნაწილს უკვე დაეკისრა ადმინისტრაციული ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა.

სრულად წაკითხვა